რუკა
IATP-ს შესახებ


ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა

”აი-ეი-თი-ფი”-ს შესახებ. ინტერნეტში დაშვებისა და სწავლების პროგრამა (”აი-ეი-თი-ფი”) არის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურისა და განათლების საქმეთა ბიუროს პროგრამა, რომელიც ადმინისტრირებულია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მიერ. ”აი-ეი-თი-ფი”  ქსელი მოიცავს ევრაზიის 11 ქვეყანაში განთავსებულ ინტერნეტ ცენტრებს. ამ ცენტრების მეშვეობით ყოველთვიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს ინტერნეტში თავისუფალი დაშვებით და გადის სხვადასხვა კომპიუტერულ ტრეინინგებს. ”აი-ეი-თი-ფი”-ს ცენტრები მუშაობს შემდეგ ქვეყნებში:  აზერბაიჯანი, ბელორუსია, თურქმენეთი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
”აი-ეი-თი-ფი”-ს ცენტრების უსასყიდლო საქმიანობის ოთხ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს:

  1. ინტერნეტში დაშვება. მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება ერთი საათით დაჯავშნონ სამუშაო ადგილი, რათა შეამოწმონ ელექტრონული ფოსტა და იმუშაონ ინტერნეტში ან ტექსტურ რედაქტორში.
  2. ტრეინინგი. მოსახლეობას ეძლევა ფართო არჩევანის საშუალება ჩაერთოს საინფორმაციო ტექნოლოგიის ტრეინინგ კურსებში, რაც მოიცავს კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს დამწყებთათვის, ვებ პროგრამირებას და ქსელის ადმინისტრირებას.
  3. ონლაინ კონფერენციები. ეს კონფერენციები წარმოადგენენ მედიის ალტერნატიულ სახეობას და სხვადასხვა თემების შესახებ ინფორმაციის გაცვლის უნიკალურ საშუალებას. მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტარები და ამერიკის საელჩოს თამანშრომლები სხვადასხვა დროს ყოფილან ”აი-ეი-თი-ფი”-ის საპატიო სტუმრები.
  4. ვებ რესურსების განვითარება. ”აი-ეი-თი-ფი” თანამშრომლობს მომხმარებლებთან, ეხმარება რა მათ ვებსაიტებისა და სხვა ელექტრონული მედიის შექმნაში. ყურადღება გამახვილებულია იმაზე რომ ელექტრონული რესურსები შეიქმნას ადგილობრივ ენებზე, რათა ამ ქვეყნებში უფრო ეფექტურად მოხდეს ინტერნეტის გამოყენება.  

”აი-ეი-თი-ფი” საქართველოში”. აი-ეი-თი-ფი”-მ საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო 1997 წელს და ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედებს 5 რეგიონალური ”აი-ეი-თი-ფი” ცენტრი და 7 თვითდაფინანსებაზე მყოფი ცენტრი (ანუ ის ”აი-ეი-თი-ფი” ცენტრები, რომლებიც ამერიკის მთავრობის მიერ აღარ ფინანსდება), სადაც მუშაობს 12 პროფესიონალი, ტრენერი თუ მოხალისე. ისინი ატარებენ გაკვეთილებს, ეხმარებიან მოსახლეობას ინტერნეტის გამოყენებაში და ორგანიზებას უკეთებენ სხვადასხვა ინტერნეტთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. პროგრამის რვა წლიანი მუშაობის მანძილზე, ”აი-ეი-თი-ფი”-ს ესტუმრა და მისი რესურსებით ისარგებლა 30000-ზე მეტმა მომხმარებელმა. ”აი-ეი-თი-ფი”-ის სერვერზე განთავსებულია 510 არაკომერციული ვებსაიტი.

პროგრამის კოორდინატორი საქართველოში: შორენა ჯოელი. ელ.ფოსტა sjoel@iatp.ge
”აი-ეი-თი-ფი”-ის ადმინისტრაციული ოფისი
ირ. აბაშიძის ქ. 4.  თბილისი, 0179
ტელ: (995 32) 29 19 05
ელ-ფოსტა: places@iatp.ge

http://ge.iatp.net



  ვებ გვერდები:
სახელი: ''ბახმარო''
რეგიონი: გურია
URL: http://baxmaro.ge.iatp.net
 
სახელი: ''სავანე''
რეგიონი: აჭარა
URL: http://hotelsavane.ge.iatp.net
 
სახელი: ''თამაზი''
რეგიონი: აჭარა
URL: http://hoteltamazi.ge.iatp.net
 
სახელი: ''გიორგი''
რეგიონი: აჭარა
URL: http://hotelgiorgi.ge.iatp.net